weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აუკრძალეს

23:33 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლის 13 თებერვლამდე აუკრძალა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერ 2017 წლის სექტემბერში უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მიიღეს. მისივე თქმით, სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვა ქვეყნის საზღვარზე არსებულ ყველა გამშვებ პუნქტზე ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში მდებარე ქართულ რესტორანში დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, საიდანაც პოლონეთში ჩავიდა, იქიდან კი, 10 სექტემბერს, მხარდამჭერებთან ერთად უკრაინაში შევიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]