weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმერეთის ახალი გუბერნატორი ქუთაისში სოზარ სუბარმა წარადგინა

13:27 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

იმერეთის ახალი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა წარუდგინა.

სუბარის განცხადებით, შავლეგო ტაბატაძე 20 წელია საქართველოს ემსახურება როგორც სამხედრო, დღეიდან კი ამ სამსახურს გააგრძელებს როგორც სამოქალაქო პირი არანაკლებ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. სოზარ სუბარმა გუბერნატორების ფუნქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანა იქნება „ფეხი აუწყონ ქვეყანაში მიმდინარე სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას“.

„გუბერნატორები ცენტრალურ ხელისუფლებასთან კავშირით უზრუნველყოფენ არა მხოლოდ რეგიონის შიგნით მუნიციპალიტეტების, არამედ რეგიონების თანაბარ განვითარებას. საბოლოო მიზანიც ის არის, რომ ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური წინსვლის შედეგი აისახოს თითოეულ მოსახლეზე, თითოეულ ოჯახზე, თითოეულ ადამიანზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შავლეგო ტაბატაძის თქმით, პირველი, რასაც გუბერნატორის თანამდებობის დაკავების შემდეგ გააკეთებს, ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა.

„გავეცნობი მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს, გავიცნობ მუნიციპალიტეტების ორგანოების თანამშრომლებს - აქ არ მოვიყვან, იქ მივალ. გავაკეთებთ ყველაფრის ანალიზს, ჩამოვაყალიბებთ პრიორიტეტებს და მათთან ერთად დავიწყებ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას. ურთიერთობით და გუნდური მუშაობით შეიძლება შედეგის მიღწევა, რაც ჩემთვის პრიორიტეტია“, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე შავლეგო ტაბატაძე გუშინ წარადგინა. ტაბატაძე შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ყოფილი სარდალია. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III და V ქვეითი ბრიგადების მეთაური; მუშაობდა გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,  შავლეგო ტაბატაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

იმერეთს გუბერნატორი მას შემდეგ აღარ ჰყავდა, რაც გივი ჭიჭინაძემ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]