weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

მთავრობა IBSU-ს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ანადგურებს – მიხეილ სააკაშვილი

15:06 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 hits 1364

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განადგურება ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს. მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს - თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სხვა ქვეყანაში დასჯა“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თურქეთთან კარგი ურთიერთობის ქონა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ეს ურთიერთობა ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.

„საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. უამბიციო ქვეყნებს კი არავინ სცემს პატივს. თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU), რომელიც 1995 წელს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით დაარსდა, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. აკრედიტაციის საბჭომ ამის მიზეზად სახელმწიფოს წინაშე უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. საუბარია 700 ათას ლარზე, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს საგადასახადო ჯარიმის სახით დაეკისრა. საბჭოს არგუმენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა არ დასრულებულა და წაგების შემთხვევაში, მზად არიან ეს თანხა გადაიხადონ.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოში თურქეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ელჩი ამბობს, რომ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ FETÖ-ს „საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]