weather cur horoscope tv
მაისი 20, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

იმედი მაქვს, იოსებ გოგაშვილი „ქართული ოცნების“ გაძლიერებას გააგრძელებს – წულუკიანი

15:03 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდს მომავალშიც გააძლიერებს.

„მიზეზები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა თავად დატოვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში, პირველივე დღიდან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა და 2018 წლის 21 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ გადადგა. გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განმარტება არ გაუკეთებია.

„რეგინფო“ წერდა, რომ იოსებ გოგაშვილის კარიერული წინსვლა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან იყო დაკავშირებული. 2012 წლის ნოემბერში იოსებ გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

იოსებ გოგაშვილის ოჯახს 2013 წლის მდგომარეობით რაიმე ქონება და შემოსავალი არ გააჩნდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, გოგაშვილის 5-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას - თვეში 126 ლარს იღებდა. 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, გოგაშვილის ოჯახის საკუთრებაში ოფიციალურად ირიცხება 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთები, ხოლო საჯარო სექტორიდან წლიური შემოსავალი თითქმის 215 000 ლარია.

გოგაშვილის სახელი დაკავშირებულია პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს. მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ სპეცოპერაციას, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]