weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს – ჰარმსი

12:28 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა მხარდაჭერა გამოუცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU), რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით სტუდენტების მიღება ერთი წლით აკრძალული აქვს. ევროპარლამენტარის თქმით, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში კანონის უზენაესობის დასუსტების საშუალება არ უნდა მიეცეს.

„გვერდით დაუდექით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს! გთხოვთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას. ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს“, – წერს „ტვიტერზე“ რებეკა ჰარმსი.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც 1995 წელს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით დაარსდა, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით აუკრძალა. აკრედიტაციის საბჭომ ამის მიზეზად სახელმწიფოს წინაშე უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. საუბარია 700 ათას ლარზე, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს საგადასახადო ჯარიმის სახით დაეკისრა. საბჭოს არგუმენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჯერ დასრულებული არ არის. ამის მიუხედავად, 26 აგვისტოს, უნივერსიტეტმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება სრულად დაფარა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოში თურქეთის ელჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ელჩი ამბობს, რომ თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ FETÖ-ს „საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]