weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არ ვარ მე კანაფის დედოფალი – სალომე ზურაბიშვილი  

21:27 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

„ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, სათავეში ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი. პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს არის ყველაფერი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

ზურაბიშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მის მიმართ ცრუ ბრალდებები და ცნობები ვრცელდება, რაშიც ის რუსეთის კვალს ხედავს.

„ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ამერიკის არჩევნებში რუსეთმა ეს გამოიყენა, როგორც ყველამ ვიცით.

ჩვენ, პატარა ქვეყანა ვფიქრობთ, რომ არ მუშაობს რუსეთი ჩვენს არჩევნებზე? უშუალოდ მუშაობს რუსეთი და რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან დამაპირისპირონ.

ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც ფიქრობენ როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, რომ რუსეთი არის მუდმივი აგრესორი ამ ქვეყნის, იყო და არის, 2008 წელს როგორც არასდროს. ოკუპანტი არის, მაგრამ ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ცრუ ცნობების გავრცელებით მის „ზვიადისტებთან“ დაპირისპირებასაც ცდილობენ.

სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალი“ კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა უწოდა. მას შემდეგ რაც ილია მეორემ სასულიერო პირებს მიმართა, პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გააკეთონ, მეუფე იაკობმა განმარტა, რომ „კანაფის დედოფალი“ ხუმრობით თქვა. მისივე განცხადებით, პატრიარქის მოწოდება მას არ ეხებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]