weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზაზა ოქუაშვილი ნამდვილი გმირი და კერკეტი კაკალია, ვერ გატეხა სისტემამ – სააკაშვილი

14:00 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ოქუაშვილი ნამდვილი გმირი და კერკეტი კაკალაია, რომელიც სისტემამ ვერ გატეხა.

„რაც გუშინ ტელევიზიით ვიხილე, ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამ კაცმა, ივანიშვილმა, 90-იანებში მთელი ფული სხვა ხალხის ძარცვით იშოვა, ბოლო წლებში კი თითოეული თქვენგანის გაქურდვით დაკავდა.

კორუფცია დაბრუნდა უკლებლივ ყველა რგოლში. იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც იძახის - სააკაშვილის დროსაც იყოო. რანაირად, ხალხო, ვერ გავიგე. მართლა სკლეროზი ხომ არ გჭირთ? მე არაფერი მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა, ბოლოს და ბოლოს.

სისტემა უნდა შეიცვალოს მთლიანად და არა მხოლოდ ივანიშვილი და სხვა არარაობები“, - ამბობს სააკაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

30 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით ზაზა ოქუაშვილმა ახალ დეტალებზე ისაუბრა. ოქუაშვილის თქმით, 2016 წელს, ბიზნესპრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მას 4 მილიონს პირადად ბიძინა ივანიშვილი სძალავდა. ზეწოლაში მან გიორგი გახარიაც დაადანაშაულა, რომელიც იმ პერიოდში ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავდებდა.

ოქუაშვილის ბრალდებებს დღეს „ქართული ოცნებაც“ გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ იმგვარი დანაშაულები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება“. ამასთან, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ახსნებს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, ქვეყნიდან განდევნა ზაზა ოქუაშვილი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია.

„დღეს ეს ადამიანი [ზაზა ოქუაშვილი], რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს - სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას „იბერიას“იყენებს“, - ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]