weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან ყიფიანს თანამებრძოლებმა ზურგი შეაქციეს - მარგველაშვილი

17:08 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

დღეს ვხედავ, როგორ შტაბელებად შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს პოლიტიკურ ელიტაში ვხედავ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ომეგა ჯგუფის და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ჩვენ ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები.

ზურგის შექცევა ლევან ყიფიანის მიმართ და იმისი არ გააზრება, რომ შეიძლება ის რთულ ვითარებაშია, მე პირადად არ შემიძლია, როგორც იმ ადამიანს, ვინც ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი;

ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც დღეს რომ არიან ხელისუფლებაში, მაშინ ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ზეწოლასა და გამოძალვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ყიფიანი მის კომპანიაში ბიძინა ივანიშვილმა მიგზავნა.

„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ოქუაშვილს მთავრობასთან გარიგებას და ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს. კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებს ფინანსთა ყოფილი მინისტრებისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს ითხოვს.

ამასთან, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა.

ლევან ყიფიანმა მის მიმართ ბრალდებები უარყო და აღიარა, რომ ჩანაწერები მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]