weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას დასთანხმდა. როგორც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, სააკაშვილს გორში დღესვე გადაიყვანენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის პალატა მოეწყო. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ფაქტორი ერთ-ერთი მთავარი იყო, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრომ ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია. როგორც ხოშტარიამ თქვა, მისი სურვილია, სააკაშვილი გადაყვანას დათანხმდეს, რადგან ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას საშუალება ექნება…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ის ადგილია, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი აღიარა და უკან დაიხია. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მელია გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას - მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, ზომების მიღებაზე კამათი აღარ უნდა იყოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ტყუილა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ექიმებს ერთი პოზიცია აქვთ.

საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი. მან Twitter-ზე მოწოდება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის…

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]