weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას ხვალ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყებს.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოში ჩამოვიდა. როგორც მან ჟურნალიტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში სავარაუდოდ ხვალ შევა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ეხმაურება. მისი განცხადებით, პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი მკურნალი ექიმები ითხოვენ. კვირკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს,…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და 15 ნოემბრის გეგმაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ხვალ, 14:00 საათზე მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება და მტკვრის ორივე სანაპიროზე…

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფი, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი აქვს და 178 ევროპარლამენტარს აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი ადეკვატური მკურნალობით სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს. მისი თქმით, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა სააკაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უპასუხა ევროპარლამენტრ ანა ფოტიგას წერილს, რომლითაც ის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ითხოვდა. ბრეგაძე ფოტიგას სთხოვს განმარტოს, რას გულისხმობდა წერილში ნახსენებ ტერმინში…

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, იმედა კლიდაშვილმა, რომელიც ქუთაისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება…

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის თქმით ხელისუფლებამ ევროპისთვის პოლიტიკური გზავნილი გააკეთა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]