weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს გამართულ მიღებაზე 9 აპრილს დაღუპულთა სიის წაკითხვისას, თამარ ჭოველიძე უნებლიედ გამოტოვა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზას დაიტანენ: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე,…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილი შენობის მთავარი ფუნქცია ხალხის მომსახურება იქნება. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, აღნიშნული სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისთვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთდა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს მიმართავს წინადადებით, პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს. კობახიძის განცხადებით, 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამსახურდიამ სწორედ ამ დარბაზში გამოაცხადა.

პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველო განვითარების ტემპით ორჯერ და სამჯერ უსწრებს საშუალო ევროპულ სახელმწიფოებს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტმა განმეორებით კენჭისყრაზე მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. მთვარობის მიერ ინიცირებულ პროექტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,…

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური წარსულისა, მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდნენ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქაოსის მსურველი ძალები“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით სარგებლობენ და ცდილობენ, ქვეყანა 90-იანი წლების სიბნელეში დააბრუნონ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. მისი თქმით, 9 აპრილის სულისკვეთება 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელმეორედ დაიბადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]