weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივას 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის…

ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მრჩევლად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარკვიანი ახალგაზრდული ეკონომიკის, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით იმუშავებს.

„ტვ პირველი“ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც, ტელეკომპანიის ცნობით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვა.

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სანდრა რულოვსმა საცხოვრებელი ადგილის მისამართი შეიცვალა და ზუგდიდში დარეგისტრირდა. რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან არგადაყენება შეცდომა იყო. სააკაშვილს მიაჩნია, რომ გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი, რომლითაც „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ისჯება, „ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი“. მისივე თქმით, ქურდული ტრადიციები გადმოსულია…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, თუ პარლამენტი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას დაუჭერს მხარს, „ილიას გზას გადაუხვევს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია და ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული ხუტა ბაღათურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]