საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი, ბესარიონ აპლია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უგუნურს, ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებულს უწოდებს.
„გირჩი“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს 20 ოქტომბერს, თბილისში, „დედა ენის“ ბაღში გამართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.
ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ 10 ოქტომბერს დისციპლინური წარმოების დროებითი დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რომელმაც მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კობა ხაბალაშვილმა…
„ქართული ოცნებიდან“ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის განმარტებით, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის 50 ათასი ლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის „ნამოღვაწარს გაეცნო“.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე დარსალია შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არასტაბილურ სიტუაციაში გადავა და ამისთვის საზღვარგარეთიდან ემზადებიან კიდეც.
„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში,…
არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და…
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) შეფასებით, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში კი მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური.
„საქართველოსა და ნატოს ერთობლივი სწავლების მომზადების დროს რუსეთი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომებს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სააგენტო „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11