weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო „ომეგა ჯგუფის“ საქმის განხილვაში მანამ არ უნდა ჩაერთოს, ვიდრე ზაზა ოქუაშვილის „ვიდეოების 3D ვერსია არ გამოვა“.

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა. ეს თანხა ხაინდრავამ ზურაბიშვილს 16 ოქტომბერს ჩაურიცხა.

„ოჯახმა, რომელიც წავიდა ემიგრაციაში და ამ ოჯახის შვილმა, ქალბატონმა სალომემ, დაახლოებით 100 წლის შემდეგაც, შეურყვნელად მოიტანა საკუთარი ენა, მამული და სარწმუნოება“, - განაცხადა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის…

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელეარხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მასთან ინტერვიუზე იწვევს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდება. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემაში „კვირის აქცენტები“ განაცხადა.

„ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ არჩევნებიდან კანდიდატურები მოხსნეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ დაქორწინდა.

„როცა დაისვა საკითხი, ვინ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჩემი მტკიცე მარჯვენა და მარცხენა ხელით დავადასტურე გრიგოლ ვაშაძესთან ურთიერთობა. ჩემი ფეხითაც დავადასტურე, იმიტომ, რომ ჩემი ფეხი ბედნიერია ყველა იმ…

„28 ოქტომბერს გადაწყდება ძალიან ბევრი რამ. არა მარტო ვინ იქნება პირველ ტურში გამარჯვებული, არამედ საქართველო გადარჩება თუ არა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც პროევროპული ქვეყანა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, სადაც…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]