weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან სალომე ზურაბიშვილის კანიდატურის მოხსნას 13 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს. ონლაინ პეტიციის ხელმომწერები ამ მოთხოვნით ზურაბიშვილის გარდა, „ქართულ ოცნებასაც“ მიმართავენ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ორი კვირის წინ, საკუთარი სურვილით დაწერა.

პარლამენტის წევრმა და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ის სავარაუდოდ დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება. ჩხეიძე ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას პარლამენტის სესიაზე გეგმავს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული გამოუშვეს, რომელზეც პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 500 აპსარის ნომინალის ბანკნოტის დამზადება საქართველოსთან „გამარჯვების“ 25-ე წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა და სამედიცინო მიზნით საქართველოში მარიხუანას მოყვანა-ექსპორტის საკითხზე ესაუბრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიმართ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უდანაშაულოა და პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. საქმე ეხება გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ლაშა…

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ საქართველო აგრესორია და ომი დაიწყო.

„თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება სათავეში, შეიძლება „კანაფის დედოფალი“ გახდეს. არ ვიცი, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა…

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამედიცინო მიზნით მარიხუანას წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მმართველი გუნდი კონსულტაციების საპატრიარქოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია გამოკითხეს. შონია ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]