საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, საკრებულოს შუალედური არჩევნებიც ჩატარდება. თერჯოლასა და სამტრედიაში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკომ დღევანდელ სხდომაზე განკარგულება გამოსცა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოს პარლამენტიდან თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტაძრიდან გადიოდა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ის უკან მოაბრუნა. მოსაყდრის მითითებით მამუკა ბახტაძემ მუხლი მოიყარა და ილია მეორის…
საქართველო და უკრაინა პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) მიმოსვლის დაწყების შესახებ შეთანხმების დამტკიცებას სექტემბერში გეგმავენ. უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმების ტექსტი უკრაინულმა მხარემ უკვე მიიღო და ქართულ…
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, რომელთაც ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. კობახიძის თქმით, გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს.
29 აგვისტოდან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე 60 დღით ადრე, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. ხვალიდან ძალაში შედის ყველა ის წესი, სტანდარტები და შეზღუდვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი…
ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის რაგბის კლუბ „არწივების“ მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო და მოქალაქეებს 4000 ლარის შეგროვებაში დახმარებას სთხოვს. თალაკვაძის თქმით, წელს კლუბი პირველ ლიგაში გადავიდა და იმისთვის, რომ რაგბისტები უკეთ…
ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გაერთიანების წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო…
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11