საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„საქართველოს მთავრობა ხელს აფარებს დამნაშავეს. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ რამეს მიაღწიოს ამ კომისიამ არის ის, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა იერარქიული სტრუქტურის წარმომადგენლები ჩამოსცილდნენ პროცესს. საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს“, – განაცხადა ფრაქცია…
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების…
მცხეთის საკრებულომ მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის დებულება დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას დამნაშავეობის, ნარკომანიის, პროსტიტუციისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
„2016 და 2017 წლებში, გერმანიაში დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობეს, რომ 30 მაისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება.
სირიის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა.
სირიის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს დაიწყო.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე და მისი მამა მამუკა ქვათაძე 5 სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და მეწილეები არიან, თუმცა ამ ინფორმაციას იგი არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს. 2014…
„უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი“, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11