weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „ვარდების რევოლუციის მოედანს“ სახელი გადაერქვა და „პირველი რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას მხარი უმრავლესობის 30-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ბრაზილიის ბანკის კულტურულ ცენტრში გამართულ გამოფენაზე უნიკალური ქართული ანბანის სამი სახეობა წარმოადგინეს. ღონისძიებაზე, რომელიც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, ასევე აჩვენეს ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ სახელწოდებით GEORGIA…

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 142 044 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 35 400 ლარს შეადგენდა, მან სხვადასხვა დანამატების სახით 106 644 ლარი მიიღო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ლიეტუვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი განათდა. განათებული იყო სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრეც.

ზუგდიდის მერი და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს უცხადებს.

„საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე”, - ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველო, დღემდე დამკვიდრებულ „ლიტვასთან“ ერთად ქვეყნის ავთენტურ დასახელებას - ლიეტუვას (Lietuva) გამოიყენებს. ეს არის საპასუხო ნაბიჯი  ლიეტუვას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ენის სახელმწიფო კომისიის დასკვნის შესაბამისად, აღიარა საქართველოს ავთენტური დასახელება Sakartvelo (Sakartvelas),…

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტია ეთანხმება 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და სრულად იზიარებს მის სულისკვეთებას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]