weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად…

ლევან იზორიამ, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას, 3 წელსა და 9 თვეში, ანაზღაურების სახით 511 605 ლარი მიიღო. აქედან, თანამდებობრივი სარგო 122 400 ლარი იყო, სარგოს სრული ოდენობით…

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა. საუბარია ბელარუსში წარმოებულ მცირეგაბარიტიან ტრაქტორ BELARUS-152-ზე.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დაპირისპირება ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ რეგისტრაციის საკითხს მოჰყვა.

საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა, 21 მარტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 110-მა დეპუტატმა გაიარა, რომელთაგან…

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 13 წევრის მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ოპოზიციონერი ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების შესახებ, „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრიც შეუერთდა. ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხს სავარაუდოდ 28 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]