საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„რეგინფოს“ მიერ 2018 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, ხაშურისა და ხულოს საკრებულოებმა თავიანთი დადგნილებები შეცვალეს და მეტროსადგურებისთვის შემოღებული დასუფთავების მოსაკრებელი გააუქმეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს გმობს და მათ პროვოკაციად…
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხო ზომები მიიღო და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. საქართველოს წარმომადგენელს რუსეთის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკრიტიკა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიის მაჩვენებლით საქართველოში მდგომარეობა გაუარესებულია.
გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი მხარს უჭერს გერმანიის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში საქართველოსა და სომხეთის, ასევე, მაროკოს, ტუნისის და ალჟირის შეყვანას, რათა ამ ქვეყნებიდან გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა განაცხადების დამუშავება…
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერია, ქვეყანა კი განადგურების საფრთხის წინაშეა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მწუხარებას გამოთქვამს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი. „საზოგადოებას ვთხოვ, ქრისტიანული სულგრძელობით გაზომოს ჩემი ნაბიჯები და მომიტევოს უნებლიე შეცდომა“, – აცხადებს მარნეულის მაჟორიტარი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პატიებას ითხოვს საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევა შეურაცხყოფად მიიღო.
ხაშურში, ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქალმა რეაგირებისთვის პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11