weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ლევან იზორიამ შს სამინისტროსა და სუს-ში პრემია-დანამატები 143-ჯერ აიღო

15:22 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ლევან იზორიამ, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას, 3 წელსა და 9 თვეში, ანაზღაურების სახით 511 605 ლარი მიიღო. აქედან, თანამდებობრივი სარგო 122 400 ლარი იყო, სარგოს სრული ოდენობით 143-ჯერ მიღებული პრემია-დანამატები კი 389 205 ლარი.

ლევან იზორიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 2015 წლის 3 აგვისტომდე ეკავა, 2015 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 1 აგვისტომდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრია. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში შს მინისტრის მოადგილისა და სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იდენტური იყო და თვეში 2720 ლარს შეადგენდა.  

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ლევან იზორიამ, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, 2 წლისა და 9 თვის განმავლობაში მიიღო 372 882 ლარის ოდენობით ანაზღაურება (საშუალოდ, თვეში 11 299 ლარი). აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 89 760 ლარს, ხოლო ამ ხნის განმავლობაში 104-ჯერ მიღებული პრემია და სხვადასხვა სახის დანამატები - 283 122 ლარს

რაც შეეხება სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდს, ლევან იზორიამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო 138 723 ლარის ოდენობით ანაზღაურება (საშუალოდ, თვეში 11 560 ლარი). მათ შორის, თანამდებობრივი სარგო 32 640 ლარი იყო, ხოლო პრემია-დანამატებისა, რომელიც მან იმავე პერიოდში 39-ჯერ მიიღო, -106 083 ლარი.

 

მსგავსი თემები:

შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ ერთ წელში დანამატი 39-ჯერ აიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ ერთ წელში დანამატი 42-ჯერ აიღო

არჩილ თალაკვაძემ შს სამინისტროში 1 წელსა და 8 თვეში დანამატი 67-ჯერ აიღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]