weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი…

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრად ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ინიშნება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. ჩხენკელი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

ფინანსთა მინისტრად ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ინიშნება.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის…

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროს უერთდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურში, ექვსი საარჩევნო ოლქიდან ხუთში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქის 62 უბნის შედეგებით, დამოუკიდებელმა…

ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 27 427 ამომრჩეველმა (17,98%) მიიღო. სულ ქუთაისში 152 546 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]