weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

პოლიტიკა

თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიამ მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, თამაზ მეჭიაურს 3077 ხმა აქვს, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს - 3076 ხმა. ლელა…

საქართველოში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტური ჩატარდება თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ოზურგეთში, ბორჯომში, ხაშურსა და…

ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ 2016 წლის განმავლობაში 67 650 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 33 000 ლარი იყო, 13-ჯერ მიღებული პრემიისა და დანამატის თანხამ კი 34 650 ლარი შეადგინა.

„სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს და ეს საკითხი სხვადასხვა დონეზე დააყენოს“, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის N19 საარჩევნო ოლქის ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ლელა ქიტესაშვილის განცხადებით, მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 საარჩევნო უბნებიდან ექვსი ბიულეტენი დაიკარგა.

უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის ემზადებიან.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ლომიძემ 2016 წელს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატი 13-ჯერ, ხოლო საკრებულოს რამდენიმე ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებმა 11-ჯერ აიღეს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ინიციატივას აფხაზური ენის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით. აფხაზური მხარე მას ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თიანეთის N19 საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი აზრით, ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]