საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარტიების დაფინანსების სისტემა საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია დაფინანსებას…
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერები 12 ნოემბრიდან უფლებამოსილების განხორციელებას იწყებენ. 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნება. საკრებულოში სულ 28 დეპუტატია, აქედან 13 მაჟორიტარი და 15 პარტიული სიით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთის N19 საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმებას და მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.
„არ არის სასიამოვნო მოსასმენი, როცა ესა თუ ის ჩინოვნიკი არაგონივრულ საერთო ჯამურ ხელფასს იღებს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თელავის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი…
საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი ბოლო პერიოდში საბერძნეთის სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება. ელჩის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების…
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.
„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. ქიტესაშვილის საჩივარს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, თიანეთის საოლქო და N20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11