weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

„დროა ყველამ გაიგოს, რომ პრეზიდენტი არცერთი პოლიტიკური ძალის კუთვნილება არაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთავრობამ საერთაშორისო საქმიანობაზე შეზღუდვები დაუწესა და ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი უთხრა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ამ გარდამტეხ მომენტში საზოგადოება უფრო შეგნებული და მამაცია, ვიდრე ხელისუფლება და ოპოზიცია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ის საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრიი კასიანოვთან ერთად შევიდა. პრეზიდენტმა მოხსენება უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრით დაიწყო და ომის…

შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტო „ჰელსინკის კომისია“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს NATO-ს „მთავარი არაწევრი მოკავშირის“ სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მორაობამ“ ოზურგეთში ოფისი ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობის გვერდით გახსნა. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ პრორუსული ორგანიზაციის საქმიანობას არ დაუშვებენ.

„ეს ხულოელი ვიღაცეები რომ არიან კიდევ, ფანატიკოსები, აი, იმ ტერორისტებს, პირდაპირ ვიტყვი, ზუსტად იქ მოუწევთ ციხის ხეხვა, სადაც მათი ადგილია“, - ასე გამოეხმაურა პრორუსული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია,…

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მოქმედებს აუცილებელი სიფრთხილით“ და საერთაშორისო ორგანიზაციებში „ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგომ უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დაახლოებით 16 000-მა მოხალისემ უკრაინაში „განმათავისუფლებელ მოძრაობაში“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, – განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახლაგზარდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ერთიან ნაციონალურ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]