weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

საქართველოს „პატრიოტთა ერთიან ფრონტში“ გაერთიანებული 55 პოლიტიკური და საზოგადოებრივი პრორუსული ორგანიზაციები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) უშიშროების საბჭოს მიმართავენ და მოუწოდებენ, საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში „ქმედითი წვლილი“ შეიტანოს.

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას ოფისი მაღალმთიანი აჭარის კიდევ ერთ რაიონში – შუახევში აღარ მიაქირავეს. მანამდე, „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი მის გახსნამდე დაატოვებინეს ხულოში.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილმა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ე.წ. ბრძანებას ხელი ლეონიდ პესეჩნიკმა მოაწერა.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება. მან ჟურნალისტებს სთხოვა, დაესახელებინათ კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც ასე იქცევა.

უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პოზიციის გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპირებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სიმართლე არ არის, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა.

ევროკავშირის წევრობაზე ე.წ. ასოცირებული ტრიოს – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილი განაცხადების განხილვის პროცედურა დაიწყო. ევროკომისია წერილობით პასუხს ამზადებს, სადაც თითოეულ განაცხადთან დაკავშირებით მოსაზრება იქნება დაფიქსირებული. 

„მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მძიმე საყურებელია, რაც უკრაინაში ხდება. კიდევ ერთხელ, მინდა, მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინას ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად, და…

თბილისში, პარლამენტის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით მოქალაქეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დღეს დგას იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის გვერდში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]