საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 30 მარტს, დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩიც სამშობლოშია დაბრუნებული.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია, საამისოდ იურიდიული ნაბიჯები უახლოეს მომავალში გადაიდგმება და „სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის შემადგენლობაში“ იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წალენჯიხის საკრებულოს წევრს პარტიიდან „საქართველოსთვის“, გელა აბულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პატიმრობა გამოიყენა სოფელ ეწერში წალენჯიხის მერის ყოფილი წარმომადგენლის,…
პარლამენტის დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ პრობლემად არ მიაჩნია, ამნისტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ერთპიროვნულ მმართველსაც შეეხოს.
სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ და მისი მედია რესურსები ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ საქართველოს სახელმწიფოს, ვიდრე ეს „ალტ-ინფოს“ და მის მიერ დაფუძებულ პარტიას…
პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტიიდან „საქართველოსთვის“ გელა აბულაძეს, რომელიც 28 მარტს დააკავეს, ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა ჯამში 100 083 კვ.მ ფართობის 9 მიწის ნაკვეთი თაღლითური გზით გააფორმა…
რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მეუღლესთან, ტიგრან კეოსაიანთან ერთად უკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალფუნქციური მედიაცენტრი გაიხსნა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, თეონა აქუბარდიამ, ხელისუფლებას მოუწოდა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფინანსების წყაროები გამოიძიოს.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველოს მამაცი ჯარისკაცები ჰყავს, რომლებიც ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ.
დღეიდან, 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება. მართვის უფლების მოპოვება 16 წლიდან არის შესაძლებელი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11