weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნო შეიქმნა. სამდივნოს, რომელიც 12 მიმართულებით იმუშავებს, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უხელმძღვანელებს. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის, თამარ აბულაძის სარჩელი და სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობას გამოეხმაურა და „სამთავრობო არხების“ ჟურნალისტები ამ ფაქტის გაშუქებისთვის გააკრიტიკა. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ცენტრების შექმნაზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების პროცესის კოორდინაცია ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას დაავალა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, ელექტროენერგიის ტარიფი ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით „უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვიდრე სამართლებრივი“. როგორც წილოსანი ამბობს, ჯაფარიძე ოპოზიციურ ველზე „ერთ-ერთი პოზიტიური…

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სამდივნო შეიქმნება, რომელიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს და შემდეგ მათ აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო პარლამენტში „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საახალწლო უქმეების შემდეგ, 11 იანვრიდან, შვებულება აიღო. ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge იუწყება, რომ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მერის მოვალეობას კი პირველი მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, რომელიც პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს. ზურაბიშვილის თქმით, უსამართლო ვითარება შეიქმნა, თუმცა სამართლებრივი ხასიათის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]