საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელიც მათთან იყო შეთანხმებული, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა და „რუსეთის ფედერაცია“ ამოიღო.
„30 წელი ხანგრძლივი დროა, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა…
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის.
„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პოლიციელის მხრიდან შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ერთეული შემთხვევებია და ეს სისტემურ პრობლემას არ წარმოადგენს.
ბათუმის საკრებულო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „ საქართველოსთვის“ წევრმა, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა დატოვა. ბაციაშვილი განმარტავს, რომ პარტიის წევრად რჩება, მანდატზე უარს კი საჭადრაკო კარიერის გამო ამბობს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში, საკუთარ სახლთან, სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5958 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. კონკურსს თამაზ ფოლადაშვილი გამოეთიშა, რომელიც საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მესამე კანდიდატი იყო.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ კომენტარი გააკეთეს აჭარის ორგანიზაციის 14 წევრის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ შანტაჟს, იძულებასა და მოსყიდვას მიმართავს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჟან მონეს დიალოგის საკითხზე ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაპუაშვილს ამის შესახებ ვიზიტამდე…
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც კაბინეტის განცხადებაშია აღნიშნული, 21 იანვარს, სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვიზიტის ჩაშლის მიზეზი შალვა პაპუაშვილის მოუცლელობა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11