weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მათ „ნულები“ უწოდა. კალაძეს ჰკითხეს, მერიაში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმების გამო ხომ გახდა საჭირო მერიისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის…

ვაქცინაციის განხორციელების 2022 წლის ეროვნული გეგმის მიხედვით, ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამის შესახებ განცხადებები იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გაკეთდა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის პარლამენტის წევრს და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს მიმართა თხოვნით, რომ ევროკავშირმა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღოს. 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 2 აპრილს გაიმართება, საკუთარი კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს ირაკლი შატაკიშვილი იყრის, გონიო-კვარიათის…

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს უნდა გაიმართოს, „ქართული ოცნებიდან“ რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა.

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ შეუერთდა და პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება გუშინ, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია – „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ – რომელშიც რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი ქვეყანა, ნახსენები არ არის.

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა, რომელსაც კენჭს დღეს, პლენარულ სხდომაზე უყრიან. უმრავლესობის წევრებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ არ გაითვალისწინეს ოპოზიციის წარმომადგენლების…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გუშინ მთავრობის სხდომას უძღვებოდა, მოგვიანებით კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]