საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს დაუღალავი ბრძოლისკენ მოუწოდებს. ექსპრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ეს აიძულებს ხელისუფლებას, არჩევნები დანიშნოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უარყოფს მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ნათია თურნავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალ წელს კვლავ ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში იქნება.
„პრემიერის საქმიანობის პირველი ცხრა თვე მართლაც შთამბეჭდავი იყო“, – განაცხდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების/თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლას გამოეხმაურა. საელჩოს შეფასებით, ეს კიდევ ერთი ნაჩქარევი და არასაჭირო გადაწყვეტილებაა, რომელიც დაშორებულია „ქართული ოცნების“ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების სულ მცირე 10%-ით გაზრდაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, ხელფასების მატება მომდევნო წლებშიც სისტემატურად გაგრძელდება.
„ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რა დროსაც საგარეო პოლიტიკასაც შეეხო. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ისე ახლოს არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ…
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და მძლავრი მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი თქმით, ეს უნიკალური გამოცდილებაა, რომლის შანსიც ადამიანს ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში.
ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტების ახალარჩეულ საკრებულოებში თავმჯდომარე მესამედ ვერ აირჩიეს. სხდომა კიდევ ერთი კვირით გადაიდო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11