weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიამ ჰოლანდიას რევანში აუღო

11:07 ორშაბათი, 25 მარტი 2019

ევრო 2020-ის საგზურებისთვის ბრძოლა გრძელდება. მორიგ შეხვედრებს შორის გამორჩეული მატჩი „ამსტერდამ არენაზე“ გაიმართა, სადაც სტუმარმა გერმანიამ მასპინძელ ჰოლანდიას ერთა ლიგაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო.

C ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში იოახიმ ლიოვის გუნდმა, რომელიც თაობათა ცვლასა და შენების პროცესშია, პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით მოიგო. გოლები ლეროი სანემ და სერჟ გნაბრიმ გაიტანეს. მეორე ნახევარში რონალდ კუმანის გუნდმა სხვაობა მათეის დე ლიგტისა და მემფის დეპაის გოლებით აღმოფხვრა და მეზობელთა პრინციპული ჯახიც თითქოს ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ უკანასკნელ წუთზე „ბუნდესნაკრებმა“ მესამეც გაიტანა და შესარჩევი ციკლი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო. ამავე ქვეჯგუფში მეორე საშინაო მატჩი მოიგო ჩრდილო ირლანდიამ, ამჯერად - ერთა ლიგის პლეი-ოფში არსებულ საქართველოს მომავალ მეტოქე ბელარუსთან.

C ჯგუფი:

ჰოლანდია 2:3 გერმანია

ჩრდილოეთ ირლანდია 2:1 ბელარუსი

ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლი საშინაო გამარჯვებით დაიწყო უელსის ნაკრებმა. რაიან გიგზის გუნდმა მე-5 წუთზე გატანილი გოლით სძლია სლოვაკებს, უფრო საინტერესო შედეგი კი მეორე შეხვედრაში დაფიქსირდა: ბუდაპეშტში უნგრელებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია დაამარცხეს, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მუნდიალის შემდეგ ხორვატებმა საკმაოდ მოუკლეს თამაშს. ზლატკო დალიჩის გუნდი მე-13 წუთზე ანტე რებიჩმა დააწინაურა, მადიარებმა სტუმრებს პირველივე ტაიმში ადამ სალაის გოლით უპასუხეს, გამარჯვებისა კი მეორე ნახევარში გაიტანეს.

E ჯგუფი:

უელსი 1:0 სლოვაკეთი

უნგრეთი 2:1 ხორვატია

შესარჩევი ეტაპი ვალენსიაში, „მესტალიაზე“ მოგებით დაიწყო ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ესპანეთმა. „ვალენსიელმა“ როდრიგომ „ფურია როხა“ შინაურ კედლებში მალე დააწიანურა, მეორე ტაიმის 65-ე წუთზე ნორვეგიამ პენალტით ანგარიში გაქვითა, მაგრამ ხუთ წუთში ესპანელებმა ასევე თერთმეტმეტრიანი გაიტანეს - კაპიტანმა სერხიო რამოსმა ე.წ. პანენკა შეასრულა. F ჯგუფში საჭირო სამი ქულა აიღო შვედეთმაც, რომელმაც ესპანეთის მსგავსად 2:1 სძლია რუმინეთს. იგივე ანგარიში დაფიქსირდა მალტაში, სადაც აუტსაიდერების შეხვედრა შედგა.

F ჯგუფი:

ესპანეთი 2:1 ნორვეგია

შვედეთი 2:1 რუმინეთი

მალტა 2:1 ფარერის კუნძულები

ისრაელმა ჰაიფაში ავსტრია დაჩაგრა, რომელსაც მარკო არნაუტოვიჩის დუბლი არ ეყო. საინტერესოა, რომ ისრაელის ნაკრებს, რომელსაც ერან ზაჰავიმ ჰეთ-თრიქით ულიდერა, ავსტრიელი ფეხბურთის ლეგენდა ანდრეას ჰერცოგი წვრთნის. მიჯრით მეორე შესარჩევი მატჩი მოიგო პოლონეთმა, ამჯერად - შინ ლატვიასთან, რობერტ ლევანდოვსკისა და კამილ გლიკის გოლებით, ლიუბლიანაში კი სლოვენია და მაკედონია ყაიმზე შეთანხდნენ,

G ჯგუფი:

ისრაელი 4:2 ავსტრია

პოლონეთი 2:0 ლატვია

სლოვენია 1:1 ჩრდილოეთ მაკედონია

მეორე ტურის სამივე შეხვედრა სტუმარი გუნდების გამარჯვებით დასრულდა I ჯგუფში. ყაზახეთმა პირველ ტურში მოპოვებული ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ ამჯერად რუსეთთან ფარ-ხმალი დაყარა - ასტანაში დუბლით გამოირჩა დენის ჩერიშევი. შოტლანდიამ აუტსაიდერ სან-მარინოს მხოლოდ ორი გოლი გაუტანა, იგივე ანგარიშით მოიგო კვიპროსზე ბელგიის ეროვნულმა გუნდმა, რომელთა რიგებში თავი ედენ აზარმა და მიში ბაჩუაიმ გამოიჩნეს. აღსანიშნავია, რომ „წითელი ეშმაკების“ ლიდერმა ედენ აზარმა ნაკრებში საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა და 30-ე გოლი გაიტანა.

I ჯგუფი:

ყაზახეთი 0:4 რუსეთი

სან-მარინო 0:2 შოტლანდია

კვიპროსი 0:2 ბელგია

ციკლი გამარჯვებებით დაიწყეს J ჯგუფის სამმა გამოკვეთილმა ფავორიტმა. ბოსნია-ჰერცეგოვინამ სარაევოში სომხეთი დაამარცხა, იტალიამ უდინეს სტადიონ „ფრიულიზე“ - ფინეთი, ხოლო საბერძნეთმა სტუმრად - ლიხტენშტაინი.

J ჯგუფი:

ბოსნია & ჰერცეგოვინა 2:1 სომხეთი

იტალია 2:0 ფინეთი

ლიხტენშტაინი 0:2 საბერძნეთი

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი აიღო

ევროპის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

„ჯვაროსნები“ შვეიცარიასთან დამარცხდნენ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]