weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

გამარჯვებას ვუძღვნი ძმებ წულუკიძეებს და ნიკა მელიას – ზურაბ დათუნაშვილი

18:55 კვირა, 25 აპრილი 2021 hits 155

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს და გუშინ, 24 აპრილს ევროპის ჩემპიონი გახდა, განაცხადა, რომ გამარჯვება მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს და მის ძმას, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიუძღვნა. სამივე მათგანი პატიმრობაშია.

„მინდა, ეს გამარჯვება, პირველ რიგში, მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაპატიმრებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითები უნდა იყვნენ, უკანონოდ სხედან ციხეში. ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამის გამო ზის საპყრობილეში. მინდა, ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები ცოტა შევუმსუბუქო“, – განაცხადა წულუკიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

ძმები წულუკიძეები და კიდევ ოთხი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 12 აპრილს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 14 აპრილს ბათუმში დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ და წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. წულუკიძეები აცხადებენ, რომ აქციაზე პროვოკაცია მოუწყეს, რაშიც სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული. ისინი ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო იდევნებიან. შსს-მ 23 აპრილს, ამავე დანაშაულის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავა ბათუმში.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, ის 23 თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]