weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ - სპორტის მინისტრი

22:14 სამშაბათი, 29 მაისი 2018

კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო ჯამში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, ასევე ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობით შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც ძიუდოს ნაკრების წევრთა მიერ ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და ფედერაციაში არსებული შესაძლო ფინანსური დარღვევები უნდა შეესწავლა, მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლა.

„ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული. ეს ეხება მწვრთნელებისთვის სტიპენდიის გაყოფას და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ევროპის ჩემპიონატზე ჩავარდნა ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შოთა ხაბარელი კი მიიჩნევს, რომ ძიუდოისტებს მყარი არგუმენტები აქვთ, რაც ქევხიშვილის გადადგომის საფუძველი უნდა გახდეს.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ. ნაკრების წევრები არ მონაწილეობენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სპორტსმენებმა ფედერაცია კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. ძიუდოისტებმა ქევხიშვილის სამუშაო ოთახის კარიც აუჭედეს. დავით ქევხიშვილმა კი განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ პროცესების უკან რაღაც ჯგუფები დგას.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა 26-29 აპრილს, თელ-ავივში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობა. ძიუდოს ნაკრების საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიელი ლუი ვეიდენბოსხი ინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]