weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპორტი

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ფრიდონ აბულაძე (55 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ლერი აბულაძე (63 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა, ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი…

უკანასკნელი საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, 21 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. საინტერესოა, რომ ფეხბურთელის სახელს აქამდე „რეალის“ მთავარ კონკურენტ „ბარსელონასთან“ აკავშირებდნენ.

საფეხბურთო კლუბმა „ვალენსიამ“ საკუთარ სტადიონ „მესტალიას“ ტრიბუნაზე აწგარდაცვლილი უსინათლო ქომაგის ძეგლი დადგა. ვისენტე ნავარო აპარისიო „ღამურების“ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი იყო და საყვარელი გუნდის მატჩებზე 50 წელზე მეტ ხანს დადიოდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გააგრძელებს, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის. ქართველმა გოლკიპერმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ვეტერანი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აგრძელებს საფეხბურთო სამყაროს გაოცებას. MLS-ში მოასპარეზე 37 წლის შვედმა ფეხბურთელმა ამჯერად ე.წ. მაკრატელა გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ათლეტიზმის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონი სიღნაღში მცხოვრები ჯიმი ნანდოშვილი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება უკვე ისტორიად იქცა. UEFA-მ დასრულებული სეზონიდან სიმბოლური ნაკრებისთვის 20 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაგან ყველაზე მეტს ჩემპიონი „ლივერპული“ წარმოადგენს.

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართული ევროპის თასი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ოთხივე მათგანში ჩემპიონობა ქართველებმა იზეიმეს.

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა, რომელმაც მადრიდის ახალ სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპური“ დაამარცხა და უპრესტიჟულესი საკლუბო თასი მეექვსედ მოიგო.

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი, ახლო წარსულში „სევილიას“, ლონდონის „არსენალის“, მადრიდის „რეალის“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „ესპანიოლისა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ წევრი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ფეხბურთელი 35 წლის იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]