weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპორტი

სუმოს სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის მე-11 დღეს ქართველი სეკივაკეს მეტოქე იაპონელი მაეგაშირა სახელად აბი იყო.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტე მილანის „ინტერნაციონალეს“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრედი პალნერის მტკიცებით, 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ნერიაძურისთან“ წინასწარ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი წელიწადში…

არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა. ბრაზილიაში გასამართ „კოპა ამერიკას“ ტურნირზე „ალბისელესტეს“ კვლავ ლიონელ მესი ულიდერებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირი 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა და მასში 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

„ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების დალოდებას. არ მაინტერესებს. ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს როგორც კონკრეტული პიროვნებების, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის…

ლევან გორგაძე ტოკიოს ბაშოზე წარმატებულ სვლასდ აგრძელებს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოტორიმ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და მოგება-წაგებათა ბალანსი 9:1 გაუხდა, რითაც კვლავ მიმდინარე სუპერტურნირის ლიდერთა შორისაა.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიას საქართველომ მეორედ უმასპინძლა და ერთ-ერთ უმთავრეს ჯილდოს კვლავ ქართველი რეკორდსმენი მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე დაეუფლა.

ლეგენდარული ავსტრიელი მრბოლელი, ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარდაიცვალა.

ესპანეთის ქალაქ ხიხონში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 საათში ცხრა ფეხბურთელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სავარაუდოდ, ფეხბურთელებს მატჩების გაყიდვას ედავებიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]