საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლევან გორგაძე წლის დასკვნით სუპერტურნირ კიუსიუ ბაშოზე ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი მეცხრე ორთაბრძოლაში დამარცხდა და მოგება-წაგებათა სხვაობა 4:5 გაუხდა.
11-18 ნოემბერს გამართულ წლის უკანასკნელი საჩოგბურთო ტურნირის ფინალში, რომელიც ტრადიციულად ლონდონში შედგა, ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მეხუთეადგილოსანი ალექსანდერ ზვერევი უმცროსი დაუპირისპირდნენ. ბევრისთვის გასაკვირად, რუსული ფესვების მქონე გერმანელმა…
თორნიკე შენგელიას კლუბმა „ბასკონიამ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში „გრან კანარია“ 91:76 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი, რომელსაც მატჩის წინ ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშისთვის კუთვნილი პრიზი გადაეცა, ამჯერადაც გამორჩეული იყო.
dRes, 19 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „დინამო არენაზე“ ყაზახეთს დაუპირისპირდება.
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა ურუგვაისთან ლონდონში გამართულ ამხანაგურ მატჩში ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანა და ეროვნულ გუნდში გოლების რაოდენობა 60 გაუხდა.
საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები, ამბროლაურელი ძმები ნიკოლოზ (79 კგ) და ავთანდილ (74 კგ) კენჭაძეები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაძიუდოისტმა, 2016 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გიორგი გოგოჭურმა 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები ანგარიშით 27:19 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ ჯამში სამი ლელო დადეს, საუკეთესო მოთამაშედ კი თამაზ მჭედლიძე დასახელდა.
ბრაზილიის ქალაქ პელოტასში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ჟურნალისტი, ილუსტრატორი და დიზაინერი ალდირ გარსია შლეე - ადამიანი, რომელმაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების საყოველთაოდ ცნობილი ყვითელი ეკიპირება „კამიზა კანარინიო“ მოიგონა.
ლევან გორგაძე იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ასპარეზობას წარუმატებლად აგრძელებს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი მეოთხედ დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე (3:4) გავიდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11