weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სპორტი

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) 2021 წლიდან ახალი საკლუბო ტურნირის შექმნა დაადასტურა. ტურნირს ევროპა ლიგა 2 ერქმევა და მასში ევროპის ქვეყნების მესამე რანგის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა იაპონური საბრძოლოს სპორტი სახეობა კუდოს მსოფლიო პირველობაზე და პირველი მედალი მოიპოვა. საქართველოს სახელით ისტორიული ვერცხლის მედლის მფლობელი ნაკრების კაპიტანი რაულ თუთარაული გახდა.

ირლანდიის რესპუბლიკის დედაქალაქ დუბლინში ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. UEFA-ს წევრი 55 ნაკრები 10 ქვეჯგუფში განაწილდა, საიდანაც 5 ჯგუფი ხუთგუნდიანია, ხოლო ხუთიც - ექსვგუნდიანი.

შვეიცარელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა როჯერ ფედერერმა უნიკალურ რეკორდს მიაღწია. ის 37 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც წელიწადი ATP რეიტინგის 5 საუკეთესო ჩუგბურთელს შორის დაასრულა.

2018 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალს, რომელიც „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის უნდა გაიმართოს, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუ“ 9 დეკემბერს უმასპინძლებს, თუმცა CONMEBOL-ის მიღებულ გადაწყვეტილებას არცერთი მხარე ეთანხმება.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-4 გამარჯვება იზეიმა. ილიას ზუროსის შეგირდებმა ტალინში გამართულ შეხვედრაში ესტონეთი დამაჯერებლად დაამარცხეს – 80:73.

2018 წლის „კოპა ლიბერტადორესის“ თასის განმეორებითი შეხვედრა, რომელიც ბუენოს აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ უნდა გამართულიყო, 9 დეკემბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ლეგენდარულ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდება.

ლეგენდად ქცეული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართული სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე მე-5 ტურის შეხვედრები იმ კლუბებმაც გამართეს, რომელთა რიგებშიც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან. ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლას სამი ასეთი კლუბი უკვე გამოთიშულია, ორი რუსული გუნდი კი…

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი FIFA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით აღზევდა. ნოემბრის რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გუნდმა 92-ე პოზიციიდან 89-ე ადგილზე აინაცვლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]