საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლოს პირველ სხდომას ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 11 პირი ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა.
CIA-ს დასკვნით ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცმა დაუკვეთა
გავრცელებული ინფორმაციით, საუდელმა პროკურორებმა თურქეთს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შეგროვებული მტკიცებულებების გადაცემის თხოვნით მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის სამეფოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. გამოძიების ჩატარების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს. მოგვიანებით, ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმაც აღიარა.
ჯამალ ხაშოგი პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time, წლის ადამიანად დაასახელა.