weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

რუსეთში ცნობილი ჟურნალისტი ივან საფრონოვი „სამშობლოს ღალატისთვის“ დააკავეს

00:33 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

მოსკოვში „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი, ჟურნალისტი ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საფრონოვი NATO-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს სპეცსამსახურებს აწვდიდა ცნობებს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ივან საფრონოვის მხარდასაჭერად მისმა კოლეგებმა აქცია გამართეს, სადაც ოცზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. 

შეიქმნა ელექტრონული პტიცია, რომლის ხემომწერები საფრონოვის საქმეზე მაქსიმალურ გამჭვირვალობას ითხოვენ.

„საფრონოვი მოიპოვებდა ინფორმაციას და წერდა თავდაცვის უწყების შესახებ, რაც რეგულარულად იქცეოდა სკანდალად: მაღალი თანამდებობის პირების საიდუმლო დაჯილდოება, სირიაში რუსი ოფიცრების დაღუპვა, ეგვიპტისთვის რუსული „სუ-35“-ების მიწოდება. ამ სტატიის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ეგვიპტეს სანქციებით დაემუქრა, ხოლო საფრონოვის წინააღმდეგ, სახელმწიფო საიდულოების გამჟღავნებისთვის, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მაშინ ის სწორედ რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხეს. 

ამჯერად საფრონოვისთვის არც ნარკოტიკები ჩაუდიათ და არც ტერორიზმის გამართლება დაუბრალებით. მას ბრალდება სახელმწიფო ღალატისთვის წარუდგინეს. საფრონოვი არ თანამშომლობდა NATO-ს არანაირ დაზვერვასთან“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას“ პეტიციაში.

ივან საფრონოვი 2010-2019 წლებში გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტი იყო, 2019 წლის მაისში კი „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის მრჩევლად დაინიშნა. ჟურნალისტის მხარდასაჭერად წერილი „კომერსანტმაც“ გამოაქვეყნა.

„ივანს ტყუილად არ უწოდებენ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტს. მას ვიცნობთ არა მხოლოდ როგორც უმაღლესი დონის პროფესიონალს, არამედ ვიცნობთ მის ხასიეთსაც. ის რუსეთის ნამდვილი პატრიოტია, რომელიც წერდა ჯარისა და კოსმოსის შესახებ იმიტომ, რომ გულწრფელად ადარდებდა ეს საკითხები. სამშობლოს ღალატის ბრალდება მის შემთხვევაში აბსურდულია“, - წერს „კომერსანტი“.

„კომერსანტის“ რედაქციაც ივან საფრონოვის საქმეს კიდევ ორი გამომძიებელი ჟურნალისტის - ივან გოლუნოვისა და სვეტლანა პროკოპიევას საქმეების გვერდით აყენებს. ივან გოლუნოვი გასულ წელს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ხელისუფლება იძიულებული გახდა, ჟურნალისტი გაეთავისუფლებინა.  რაც შეეხება პროკოპიევას, მას საავტორო სვეტისთვის, რომელიც 2018 წელს, ქალაქ არხანგელსკში მომხდარი თავდასხმის შესახებ იყო, ბრალი ტერორიზმის გამართლების მუხლით წარუდგინეს. პროკურატურა ჟურნალისტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 2020 წლს 6 ივლისს სასამართლომ პროკოპიევა დამნაშავედ ცნო და 500 000 რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]