დევიდ სასოლი იტალიის საავადმყოფოში 26 დეკემბერს, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო მოათავსეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოლო კვირებში ის სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომებს ვერ თავმჯდომარეობდა.
29 დეკემბერს დევიდ სასოლმა დაგმო რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება. სასოლი აცხადებდა, ეს ვერ შეაჩერებს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას.
იტალიელი სოციალისტი, ყოფილი ჟურნალისტი და იტალიის პარლამენტის წევრი დევიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.