weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დონეცკსა და ლუგანსკში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს

17:39 შაბათი, 19 თებერვალი 2022
ფოტოზე - ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი ფოტოზე - ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერი დენის პუშილინი

თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში საყოვეთაო მობილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ბრძნებები ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა გამოსცეს. ამასთან, პასეჩნიკმა 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს რესპუბლიკიდანგასვლა აუკრძალა.

ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხეზე საუბრობენ, რასაც ოფიციალური კიევი უარყოფს და ამბობს, რომ ასეთი გეგმები მათ არ აქვთ. ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, 17 თებერვალს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 222-ჯერ დაირღვა, ხოლო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ – 648-ჯერ.

თვითგამოცხადებული პრესპუბლიკების ლიდერებმა გუშინ მოსახლეობას მიმართებს და ბავშვების, ქალებისა და მოხუცების რუსეთში ევაკუაციის დაწყების შესახებ აცნობეს. ევაკუაცია დაახლოებით 700 000 ადამიანს შეეხება. პუშილინისა და პასეჩნიკის ვიდეომიმართვები სავარაუდოდ გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, 16 თებერვალს არის ჩაწერილი. ეს ინფორმაცია, ჩანაწერების მეტამონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა დამოუკიდებელმა მკვლევარმა გაავრცელა. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრანაში შეჭრის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბაიდენმა თქვა, აქვთ მიზეზი სჯეროდეთ, რომ რუსეთის ძალები უკრაინაზე დავდასხმას მომდევნო დღეებში გეგმავენ და მათი სამიზნე კიევი იქნება. 

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო დღეებია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები დონბასში პროვოკაციებს აწყობენ, უკრაინის საზღვრებთან კი 150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]