weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა

14:33 პარასკევი, 04 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუს სამხედროებს ჩერნობილის ტრაგედია აღარ ახსოვთ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წუხელ შესაძლოა უკრაინის და ევროპის ისტორია გაჩერებულიყო.

„რუსთის ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ყველაზე დიდს ევროპაში. მხოლოდ ის შეიძლება იყოს როგორც ექვსი ჩერნობილი. რუსულმა ტანკებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ, პირდაპირი ცეცხლი სადგურზე. ეს არის უპრეცედენტო დონის ტერორი. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, ხოლო რუს სამხედროებს სრულიად წაშლილი აქვთ მეხსიერება ჩერნობილის, ამ მსოფლიო ბტრაგედიის შესახებ “, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა:

„საერთოდ, როგორ არის ეს შესაძლებელი? 1986 წელს ჩვენ ერთად ვებრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი. მსხვერპლი. უნდა გახსოვთ ნათება განადგურებული ელექტროსადგურის თავზე. უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ხოლო თუ არ დაგავიწყდათ, ჩუმად არ უნდა იყოთ. უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ გარეთ და თქვათ, რომ სიცოცხლე გინდათ. სიცოცხლე დედამიწაზე, სადაც არ არის რადიოაქტიური დაბინძურება. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ უკრაინის ცის ჩაკეტვა და „ბირთვული ტეროროსტი“ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება შეიძლება იყოს იმის გარანტი, რომ „რუსეთი ატომურ ობიექტებს მაინც არ დაბომბავს“.

 

ამ  თემაზე:

დაბომბვის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება“

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]