weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაქირავებულები, რომლებიც არ ჩაგვბარდებიან, დენაციფიკაციას დაექვემდებარებიან – მედვედევი

13:21 ოთხშაბათი, 20 აპრილი 2022

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული მებრძოლი „დენაციფიკაციას დაექვემდებარება“, თუ რუსეთის ჯარებს არ ჩაბარდებიან და ცოცხლები დარჩებიან.

როგორც მედვედევი ამბობს, რუსეთის ხელისუფლებისთვის „დაქირავებული მებრძოლები არანაირი მოხალისეები არ არიან“.

„ისინი არ წარმოადგენენ კანონიერ მებრძოლებს და მათზე არ ვრცელდება ჟენევის კონვენციები.

ამიტომ, უკრაინაში მყოფი უცხოელი დაქირავებულები, რომლებიც ჩვენს ჯარებს არ ჩაბარდებიან, თავიანთ ბანდეროველ მასწავლებლებთან ერთად, პირველ რიგში, დაექვემდებარებიან დენაციფიკაციას.

მათ მოუწევთ, სრულად აგონ პასუხი თავიანთ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, თუ ცოცხლები დარჩებიან“, – ამბობს მედვედევი.

დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანო ომის დაწყებიდან 56-ე დღეა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

19 აპრილს რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის წინააღმდეგ ახალი იერიში მიიტანა და იქ მყოფ უკრაინელ სამხედროებს დანებება შესთავაზა, თუმცა „აზოვსტალი“ არავის დაუტოვებია.

დღეს, 20 აპრილს, უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები იყოფებიან. მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და „აზოვსტალში“ მყოფთა მესამე ქვეყანაში უსაფრთხოედ გაყვანა სთხოვა.

 

ამ თემაზე:

ლავროვმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. ოპერაციის ახალი ეტაპი იწყება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]