weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთში უკრაინაში ომის მეორე ფაზის მიზნები დაასახელეს

15:41 პარასკევი, 22 აპრილი 2022

რუსეთის არმია, უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებას გეგმავს, რაც ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფას ნიშნავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსტამ მინეკაევმა განაცხადა. 

„სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, ის უკვე ფაქტიურად ორი დღის წინ დაიწყო, რუსული არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება. ეს უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმამდე, ასევე გავლენას მოახდენს უკრაინის ეკონომიკის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე. 

სამხრეთ უკრაინის გაკონტროლება – ეს კიდევ ერთი გასასვლელია დნესტრისპირეთში, სადაც ასევე აღინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები.

როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც ეს დიდი სამამულო ომის დროს იყო. მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც იგივეა, მათ რუსეთი არასოდეს უყვარდათ“, – განაცხადა დღეს მინეკაევმა. 

BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ აქამდე რუსეთის ხელისუფლება ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანს განმარტავდა როგორც სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე. აქამდე, ფორმულირებას „სამხრეთ უკრაინას“ არ ახსენებდნენ.

18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. მალევე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა თქვა, რომ მილიციის სპეციალურმა ჯგუფებმა ქალაქ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიულ კომბინატზე, „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. 19 აპრილს ახალი ეტაპის დაწყება დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, ეს იქნება მთელი ამ სპეციალური ოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“. 21 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალზე“ შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]