weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

არახამია: რუსები ქართულ კომპანიებს იყენებენ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად

12:02 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა და რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები დასავლურ სანქციებს გვერდს უვლიან და ამისთვის ქართულ კომპანიებს იყენებენ.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, არახამიამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ რუსები „ძლიერად“ იყენებენ „ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ასე შემდეგ“ სანქციების რეჟიმისთვის თავის ასარიდებლად.

„თუ სანქცირებული რუსი ხარ, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ პროცესს“, – თქვა არახამიამ.

DW-ს ცნობით, მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები ამ ხვრელის დასახურად.

ქართული მხარე დავით არახამიას ამ განცხადებას ჯერ არ გამოხამაურებია.

აპრილში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, საქართველოს „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან“ შეთანხმებით, ჰქმნიდა არხებს, სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ბრალდება უარყვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მათი განცხადებით, უკრაინულ მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

ამ თემაზე:

არახამია აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]