weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

გერმანიის კანცლერი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს

11:04 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მხარს არ უჭერს. 11 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელმძღვანელობას ეკისრება და არა ხალხს.

„ეს პუტინი ომია“, – განაცხადა კანცლერმა და აღნიშნა, რომ ძალიან უჭირს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის შეწყვეტის იდეას დაეთანხმოს.

ოლაფ შოლცის თქმით, თუ სანქციები მიმართული იქნება ყველას, მათ შორის, „სრულიად უდანაშაულო ადამიანების“ წინააღმდეგაც, ეს უკვე მიღებული სანქციების ეფექტურობას შეასუსტებს.

„ჩვენ განვიხილეთ ძალიან ვრცელი სანქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბევრ კონკრეტულ პიროვნებაზე, ოლიგარქებზე და რუსეთის ყველაზე ძლევამოსილი წრეების მხარდამჭერებზე. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამას. ეს [რუსთის მოქალაქეებისთვის შესვლის აკრძალვა] უფრო შეასუსტებს ამ ზომების ეფექტურობას, თუ ისინი მიმართულია ყველას წინააღმდეგ, მათ შორის სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ“, – ციტირებს Deutsche Welle ოლაფ შოლცის განცხადებას.

ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, 18 აგვისტოდან ქვეყანაში არ შეუშვებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა გააჩნიათ. ეს გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ გუშინ მიიღო. მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს. მისი თქმით, ევროპაში შესვლა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. იგივე მოქოდებით გამოვიდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]