weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

რუსეთში ჟურნალისტ ივან საფრონოვს „სახელმწიფო ღალატისთვის“ 22 წელი მიუსაჯეს

18:48 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 2020 წელს დაკავებულ ჟურნალისტს, 32 წლის ივან საფრონოვს ე.წ. სახელმწიფო ღალატის საქმეზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 22 წლით პატიმრობა, 500 ათასი რუბლის ჯარიმის სახით გადახდა და ციხის დატოვების შემდეგ ორი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯა.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

ონლაინ გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური საფრონოვს ბრალს სდებდა იმაში, თითქოს მან 2015 წელს, რუსეთის და გერმანიის მოქალაქეობის მქონე პოლიტოლოგს, დემური ვორონინს სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიის შესახებ ცნობები მიაწოდა, ხოლო 2017 წელს, მეგობრის მეშვეობით, ჩეხეთის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაცია გადსცა. პოლიტოლოგმა ვორონინმა, რომელიც პროკურატურის მოწმე იყო, სასამართლოში ჩვენება საფრონოვის სასარგებლოდ მისცა. თავად ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებდა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა. ის მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებდა.

BBC-ის რუსულმა სამსახურმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საფრონოვის დაკავების რეალური მიზეზი გაზეთ „კომერსანტში“ 2019 წლის მარტში დაბეჭდილი სტატიაა, რომელიც რუსეთის მიერ ეგვიპტისთვის ორ ათეულზე მეტი Su-35 გამანადგურებლის მიწოდების შესახებ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების დადებას ეხებოდა. სტატიის მიხედვით, ჟურნალისტის წყაროები თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების ტოპ მენეჯერები იყვნენ.

საფაროვი Kommersant-ს გარდა, გამოცემა Vedomosti-ის სპეციალური კორესპონდენტიც იყო. წლების განმავლობაში რუსეთის სამხედრო მრეწველობის, კოსმოსური ინდუსტრიის, რუსული იარაღის ექსპორტის, რუსეთსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ წერდა. იყო არაერთი რეზონანსული სტატიის ავტორი. დაკავების დროს ის მედიიდან უკვე წასული იყო და რამდენიმე თვე „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]