weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

18:20 კვირა, 05 ნოემბერი 2017

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ბელგიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელსაც ესპანეთისგან პუჩდემონის დაკავების ორდერი ჰქონდა მიღებული.

ბელგიის საგამოძიებო ორგანო პუჩდემონის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით, პუჩდემონთან ერთად ბელგიელ სამართალამცავებს ოთხი კატალონიელი მინისტრიც ჩაბარდა.

ესპანეთის სასამართლომ სახელმწიფო ამბოხების მცდელობაში ბრალდებული კარლეს პუჩდემონის და მისი მთავრობის ოთხი მინისტრის დაკავების ორდერი, რომელიც ავტომატურად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს, პარასკევს გასცა.

დაკავებულები გასულ კვირაში მადრიდში გამართულ უზენაესი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ, როდესაც კატალონიის რეგიონული მთავრობის სხვა მინისტრები დააპატიმრეს. მათ ამბოხების მცდელობასა და სახალმწიფო ხარჯების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსნებს 30 წლიანი პატიმრობა ელით.

კატალონიაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. მონაწილეთა 90%-მა ესპანეთის შემადგენლობიდან რეგიონის გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმმა პოლიტიკური კრიზისი შექმნა. მადრიდმა კატალონიას ავტონომია დროებით გაუუქმა, დაითხოვა მისი ლიდერები და დეკემბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]