weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლონდონში ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალება პოლიციამ მკვლელობად მიიჩნია

16:22 შაბათი, 17 მარტი 2018
ფოტოზე ნიკოლაი გლუშკოვი ფოტოზე ნიკოლაი გლუშკოვი

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორის, რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი გლუშკოვის საქმეს იძიებს. სკოტლენდ იარდის განცხადებით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 68 წლის გლუშკოვის გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა გახდა.

გამოძიებას ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილება აწარმოებს. პოლიცია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის დადგენილი კავშირი ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობასა და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობას შორის.

გუშინ, 17 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლაი გლუშკოვის მკველელობის საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიც გამოიძიებს. გამოძიება ასევე დაწყებულია იულია სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე.

ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, 12 მარტს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის ლონდონში 2010 წლიდან ცხოვრობდა და პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, დიდი ბრიტანეთის პოლიცია იმ ადამიანების უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა, რომლებიც რუსეთიდან არიან და ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ მიღებული.

 

მსგავს თემაზე:

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები 14 საეჭვო სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]